02 იანვარი 2026,   23:31
ვრცლად
სასამართლო საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ქრთამის აღებისთვის დაკავებული საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. 

დაცვის მხარე გირაოს ითხოვს. საკრებულოს წევრს ბრალად ქრთამის აღება ედება. ანტიკორუფციულმა სააგენტომ ნავთლუღის მაჟორიტარი 25 აგვისტოს მისსავე ბიუროში დააკავა.

"კურიერისთის" ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს დეპუტატ, ზურაბ ნეფარიძესთან ერთად დაკავებულია მისი კიდევ ერთი თანამშრომელი ანა მენთეშაშვილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ნეფარიძის მეუღლის და არის. როგორც ცნობილია, ანა მენთეშაშვილსაც ქრთამის აღებას ედავებიან. 

 

 

დღის ამბები