ლარი ყოველდღიურად უფასურდება. გუშინდელთან შედარებით ლარი კიდევ 2 თეთრით გაუფასურდა.
"ეროვნული ბანკის" მიერ დადგენილი ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალიდან 1 დოლარის შეძენა 2,0311 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ დადგენილი კურსით კი დღეს 1 დოლარი 2.0144 ლარი ღირდა.
კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი კურსი გაცილებით მაღალია.