მთავრობა შემოვლითი რკინიგზის პროექტის განახლებაზე ფიქრობს.
ამის შესახებ დღეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გააკეთა და თქვა, რომ საკითხს უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომაზე გაიტანს.
"რკინიგზამ ბევრი იმუშავა ამ პროექტზე, საინჟინრო სამუშაოები ჩაატარა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, საკითხი მთავრობის სხდომაზე განვიხილოთ და ჩვენ მოწოდებულები ვართ, ახალი მოდიფიცირებით ეს პროექტი იყოს განახლებული," - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.