ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომის გამართვას და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენელთა მისვლას, ისევ ითხოვს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით აუცილებელია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და იმავდროულად არ უნდა დაზიანდეს გამოძიების ინტერესები. სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ქუცნაშვილის ამ ინიციატივას არც ამჯერად იზიარებს კომიტეტის თავმჯდომარე. დახურული სხდომის გამართვის ინიციატივით ქუცანაშვილი უკვე მეორედ გამოვიდა, თუმცა ამ წინადადებას უმრავლესობა არც პირველი შეთავაზების დროს დაუჭირა მხარი.