15 იანვარი 2026,   04:42
ვრცლად
„ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს,” - ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით „განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა კარგისა” და დასძენს, რომ  „ლარის კურსი საზოგადოებას არავითარ ტვირთად არ აწევს.”

ამის შესახებ განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.  

"ლარი არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას. "რუსთავი 2" ახდენს აგიტაციას. ეს ფასებზე არ ასახულა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში, ის ასახვას პოვებს საქართველოზეც," - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები დოლარზე აქვთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსახლეობა უნდა გაერკვეს, თუ რომელ ვალუტაში დააბანდოს ფული.

მისივე თქმით, „ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად და ძალიან ჯანმრთელად.”  

ივანიშვილი აცხადებს, რომ „ლარის კურსის თემა ნაციონალური მოძრაობის მუდმივი თემაა, რომ როგორმე ეკონომიკა დაანგრიონ.” 

ამავე თემაზე
დღის ამბები