“ქართული ოცნების” ახლად დანიშნული აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ნათესაური კავშირების პრობლემა არსებობდა.
ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ დაიმსახურეს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, კობახიძემ უპასუხა: „იმიტომ, რომ არსებობდა ეს პრობლემა, თუმცა პრობლემა გადაიჭრა.”