15 იანვარი 2026,   14:25
ვრცლად
საბერძნეთის პრემიერმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის კრიტიკა დაიმსახურა

რუსეთის მიმართ ევროკავშირის საერთო პოზიციიდან გამიჯვნის გამო ევროპელი მაღალჩინოსნები საბერძნეთს აკრიტიკებენ.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, მარტინ შულცმა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის, პირველ ოფიციალურ ნაბიჯს მიუღებელი უწოდა. 

საბერძნეთის ახლადარჩეულმა ულტრამემარცხენე პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერების მოთხოვნას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოყენების შესახებ არ ეთანხმებოდა.

მარტინ შულცი დღეს ათენშიც ჩადის. ის მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელთან გეგმავს შეხვედრას. უკრაინის კრიზისთან ერთად, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა საბერძნეთის საგარეო ვალი იქნება, რომლის ჩამოწერასაც ევროკავშირი ათენისთვის არ აპირებს.

 

დღის ამბები