14 იანვარი 2026,   13:42
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა

"პაკეტი რომელიც საქართველომ უელსში მიიღო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი მთავრობა ამ საქმეზე უნდა იყოს ფოკუსირებული, მაგრამ ამას სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ,"- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა,  გიგა ბოკერიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  

შეხვედრაზე ალექსანდრე ვერშბოუს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

შეხვედრა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი დასრულების შემდეგ კი კომენტარი მხოლოდ ქართველმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს. 

 

დღის ამბები