"ნატო რუსეთის იზოლაციის ქვეშ მოქცევას არ აპირებს,"- ეს განცხდება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ თბილისში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვითარება უფრო სტაბილური იქნება, ჩვენც უფრო დაცულები ვიქნებით. სტაბილური, ევროპული უსაფრთხოების წესრიგის შექმნა რუსეთთან ერთად მარტივი იქნება და არა მის წინააღმდეგ. ნატო არ აპირებს რუსეთის იზოლაციაში მოქცევას. რუსეთი თავად აქცევს თავს იზოლაციაში. თუ რუსეთს სურს ჩვენთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, ამ ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს," - განაცხადა ვერშბოუმ.
ამ განცხადების გაკეთებამდე ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და საქართველოში ალიანსის საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი.