13 იანვარი 2026,   12:59
ვრცლად
დაბნეულობა მთავრობაში - სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთთან სავაჭრო დიალოგის შეჩერება არ იგეგმება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე დიალოგის შეწყვეტასთან დაკავშირებით არასწორ ინტერპრეტაციად აფასებს.

ოთარ დანელიას სჯერა, რომ განცხადება, სავარაუდოდ, სხვაგვარად იყო ფორმულირებული და ამასთან დაკავშირებით თამარ ბერუჩაშვილი თავად გააკეთებს კომენტარს.

„დიალოგის შეწყვეტას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ, ვინაიდან ამ პროცესის უკან დგას და სარგებლობს ათი ათასობით ადამიანი - გლეხი, ფერმერი, მეწარმე, ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და ჩვენ ამ ურთიერთობას ვერ დავაზიანებთ. შესაბამისად, დიალოგი გრძელდება,” - განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისივე თქმით, ბაზრების დივერსიფიკაცია არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ ნებისმიერი მიმართულებით მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყანას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.

დღის ამბები