14 იანვარი 2026,   16:50
ვრცლად
"ინფლაციაზე მსჯელობა ნაადრევია," - მმართველი კოალიცია

"ინფლაციაზე მსჯელობა ნაადრევია," - ამის შესახებ განცხადება მმართველი კოალიციის წევრმა ნოდარ ებანოიძემ გააკეთა. 

დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ინფლაციის საფრთხე არ არსებობს. ნოდარ ებანიძე იმედს გამოთქვამს, რომ ნიშნული კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს და მთავრობას პოლიტიკის შეცვლა არ მოუწევს. 

"იმედი მაქვს, ამაზე მსჯელობა და საუბარი არ მოგვიწევს და ნიშნული უკიდურეს ზღვარს არ მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საფრთხე იქნება, საჭირო იქნება პოლიტიკის ცვლილება და გეგმის ხელახლა შედგენა," - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები