15 იანვარი 2026,   11:10
ვრცლად
ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა

ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა პრეზიდენტთან დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილს შეხვედრაზე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარუდგინეს. კერძოდ, ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები მაჟორიტარული სიების გაუქმებას და საარჩევნო სიების სრულყოფას ითხოვენ. 

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე მოთხოვნები მოისმინა. თუმცა რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შეხვედრა პრემიერ-მინისტრთანაც სურდათ. თუმცა მათ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დაგეგმვა ვერ შეძლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები