იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მთვრობას და პრეზიდენტს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაში „მთავრობას წვლლი არ მიუძღვის“ და „ატეხილი აჟიოტაჟი ყევლაზე მეტად „ნაციონალურ მოძრაობას“ აწობს.
ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
„მე არ ვფიქრობ, რომ ამაში მთავრობას წვლილი მიუძღვის იმ აჟიოტაჟში, რაც არის ატეხილი მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებული თანამშრომლობის გარშემო. ამას გეუბნებით გულახდილად და ეს აჟიოტაჟი, თუ ვინმეს აინტერესებს და აწყობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“,“ - ამბობს თეა წულუკიანი და იმედ გამოთქვამს, რომ, „როგორც საქართევლოს პრეზიდენტი, ისე მისი გარემოცვა, ყველა ღონეს იხმარებენ იმისთვის, რომ ჩვენ, „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, დავრჩეთ იმ მანდატის ერთგული, რა მანდატითაც აგვირჩია და დაგვნიშნა თანამდებობებზე ქართველმა ხალხმა“.
სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს კი მიაჩნია, რომ „ამ თემაზე საუბრის ძალიან მძაფრ ჭრილში წარმოდგენა არ არის მართებული, რადგან ქვეყანაში ისედაც ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი“.