01 იანვარი 2026,   13:07
ვრცლად
ლეონარდო და ვინჩის მაცხოვრის პორტრეტი სავარაუდოდ, 100 მილიონ დოლარად გაიყიდება

ნიუ იორკში ლეონარდო და ვინჩის მაცხოვრის პორტრეტი გაიყიდება. ვაჭრობა კრისტის აუქციონის სახლში 15 ნოემბერს გაიმართება. ვარაუდობენ, რომ ნახატში რეკორდულ თანხას, 100 მილიონ დოლარს გადაიხდიან.

ნამუშევარი დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ან განადგურებული ეგონათ. კრისტის აუქციონის სახლის ცნობით, მაცხოვრის პორტრეტი ერთ-ერთია ლეონარდო და ვინჩის 20-მდე ნახატს შორის, რომელიც დღემდეა შემორჩენილი და ბოლოა, რომელიც კერძო კოლექციაში ინახება.

მისი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ევროპელი კერძო კოლექციონერია. 

დღის ამბები