კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე პროკურატურაში იმყოფება. გიორგი ცააძე 2006 წელს თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციაში მონაწილე ერთ-ერთი სამართალდამცველია. ის ამ წუთებში პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
"რუსთავი 2-თან" ინტერვიუში ცააძემ განაცხადა, რომ მის სახლთან დილით სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ მობილიზებული. ცააძე დარწმუნებულია, რომ მას დღეს დააკავებენ. მან განმარტა, რომ ის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
გიორგი ცააძე ყოფილი სამართალდამცველების დაკავებას პოლიტიკური დევნის პროცესად აფასებს.
რა ბრალს წაუყენებენ ყოფილ ძალოვან მაღალჩინოსანს, ჯერჯერობით უცნობია.