15 იანვარი 2026,   15:43
ვრცლად
”ეს არის დარტყმა პოლიციაზე, რომელსაც სისტემა, უბრალოდ, ვეღარ გადაიტანს,” - გივი თარგამაძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებაში საკუთარი უმოქმედობა.

თარგამაძის განმარტებით, რამდენიმე სპეცრაზმელი, რომლებიც დღეს დააკავეს, გუშინ აიძულეს წასულიყვნენ სამსახურიდან.

ეს განცხადება გივი თარგამაძემ, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გააკეთა.

„უმეტესობა მათგანი, ჯერ კიდევ გუშინ იყო მოქმედი თანამშრომლი, მათ გუშინ დააწერინეს პატაკები სისტემიდან წასვლაზე და დღეს დააკავეს. უკვე დაახლოებით 5 სპეცრაზმელია დაკავებული, სპეცრაზმის ყოფილი ხელმძღვანელი კახა ნაკანი, მისი მოადგილეც. ეს არის დარტყმა პოლიციაზე, რომელსაც სისტემა, უბრალოდ, ვეღარ გადაიტანს,” - განაცხადა გივი თარგამაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მიმდინარეობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები