სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ”თავისუფალ თაობასთან” მის კავშირს უარყოფს. მისი თქმით, "თავისუფალი თაობა" არის სტუდენტური ორგანიზაცია, რომელთანაც მას არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ტრისტან წითელაშვილი ემხრობა მოთხოვნებს, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს "ნაციონალურ მოძრაობასა" და "თავისუფალ ზონასთან" დაკავშირებით.
იგი აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში წარმოადგენდა რეჟიმს და უნდა გასამართლდეს, ხოლო „თავისუფალმა ზონამ,“ რომელიც, მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაციაა, თვითლიკვიდაცია უნდა გამოაცხადოს.