15 იანვარი 2026,   02:43
ვრცლად
"პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია," - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ხელახალი გამოძიება დასრულდა და დაკავებულია 11 პირი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარები გაკეთდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში."

ყოფილი სახელისუფლებლო გუნდი ფიქრობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. 

"ეს ყველაფერი ძირითადად გამოიყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. სამართალდამცველები უნდა იძიებდნენ საქმეს და წერტილს უნდა სვამდნენ სასამართლოში. სწორედ იქ უნდა ხდებოდეს მისი განხილვა არ უნდა ხდებოდეს მისი გამოყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის. ვწუხვარ, რომ დღეს ეს რეალობაა საქართველოში, როცა პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა და შს სამინისტრო აკეთებს იმას, რა დავალებასაც იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

კიდევ ერთი განცხადება დღეს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. 

"დაუჯერებელია, რომ ადმიანმა პირადი მოტივით შურისძიებისათვის ჩართო ამდენი სპეცრაზმელი, პოლიციელი და ისე დაგეგმა ეს ოპერაცია. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ საზოგადოებაში არის პროტესტის დიდი გრძნობა ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოუძიებლობაზე," - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა. 

დღის ამბები