თბილისის მერიიდან თანამშრომლებს უშვებენ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა დღეს აუდიოჩანაწერებიც გაასაჯაროვეს, სადაც ხელმძღვანელი პირები მათ სამასახურიდან საკუთარი ნებით წასვლას ურჩევდნენ.
მერიის თანამშრომლები დღეს აცხადებენ, რომ ახლა მათი გათავისუფლება ე.წ ტესტირების შემდეგ არის დაგეგმილი. დღეს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ნარმანიას გუნდის წარმომადგენლებმა მათ სამუშაო დრო გაუზარდეს და ტესტირებისთვის მოსამზადებლად დრო შეუმცირეს.
ზოგიერთი თანამშრომელი დაგეგმილ ტესტირებას უნდობლობას უცხადებს. მერიის მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.