მთავარ პროკურატურაში საღამოს ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები იმყოფებოდნენ. ბადაშვილის უწყებაში მათთან ერთად მივიდა დაღუპული იური ვაზაგაშვილის მეუღლეც. დაცვის მხარის თქმით, სამართალდაცველებს მათ სოფელ ყარაფილაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული მასალები და ინფორმაცია წარმოუდგინეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. ასევე უცნობია, მიაწოდეს თუ არა გამომძიებლებმა ოჯახს, ინფორმაცია ზურა ვაზაგაშვილის უკვე გახსნილი საქმის დეტალების შესახებ. ადვოკატების განცხადებით, საქმის გამოძიებაში პროკურატურა და მთელი სახელმწიფო რესურსი ჩართული.