14 იანვარი 2026,   11:05
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში მიწების პრივატიზება იწყება, - პაატა დავითაია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მიწების პრივატიზების საკითხზე მსჯელობს. ინფორმაციას ამის შესახებ პაატა დავითაია ავრცელებს. დავითაიას ინფორმაციით, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობა უკვე მუშაობს სპეციალურ დოკუმენტზე, რომელიც მიწების პრივატიზების საკითხს დაარეგულირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ამ ინიციატივას პაატა დავითაია საგანგაშოდ მიიჩნევს. დავითაია ფიქრობს, რომ ამ გზით აფხაზეთი ოფიციალურად რუსეთის ფედერაციაში შევა.

"ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან ცუდი ნაბიჯი და ამ გზით აფხაზეთის არაოფიციალურად რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება,"-  აცხადებს დავითაია.

დავითაია საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები