კახეთში, სოფელ ქეშალოში ეჭვიანობის ნიადაგზე ლომონა ალაზოვას სასტიკად ცემეს, შემდეგ კი ორჯერ ესროლეს. ოჯახური ძალადობა კახეთში გუშინ მოხდა. ალაზოვას სხეულის მრავლობითი დაზიანებები მისმა ბიძაშვილებმა მიაყენეს. დაშავებული ალაზოვა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.