უკავშირდება თუ არა "კორტების სპეცოპერაციისას" მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილი 2002 წელს ბექა პაპუაშვილის და გიორგი გაბუნიას მკვლელობას? 13 წლის წინ მომხდარ მკვლელობაში ვაზაგაშვილს მაშინ მოკლული გიორგი გაბუნიას მამა ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას მოითხოვს.
ამ ბრალდებებს დღეს ვაზაგაშვილების ადვოკატმა უპასუხა. მკვლელობასთან ვაზაგაშვილის რაიმე სახის შემხებლობის თაობაზე გაგი მოსიაშვილი მტკიცებულებებს მოითხოვს.
„მე, როგორც იურისტი ვითხოვ, მომეცით მასალები, სადაც იქნება თუნდაც ბრალი წაყენებული, თუნდაც დაკითხული ამ ფაქტთან დაკვშირებით, რომ რაღაც შემხებლობა ჰქონდა ამ საქმესთან ვაზაგაშვილს. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ თურმე იური ვაზაგაშვილი ფსიქოტროპული ნივთიერებებით ვაჭრობდა „ჯაზუსთან.” მავანნი და მავანნი იყენებენ ამ პირს ვაზაგაშვილების ოჯახის დისკრიმინაციისათვის,” - განაცხადა მოსიაშვილმა.