13 იანვარი 2026,   12:29
ვრცლად
პარლამენტმა ცესკოში ვაკანტურ თანამდებობებზე 3 წევრი დაამტკიცა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ამ წუთებში კენჭისყრის პროცედურა იმართება.

საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე წუთის წინ ხმათა უმრავლესობით ცესკოში ვაკანტურ თანამდებობაზე 3 კანდიდატი დაამტკიცა. ზურაბ ხრიკაძე, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ჭიქაბერიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრები იქნებიან.

ზურაბ ხრიკაძის კანდიდატურას 105-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, არცერთი წინააღმდეგი არ ყოფილა. 

გიორგი ჯავახიშვილს და გიორგი ჭიქაბერიძეს მხარი 86-86-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

კანდიდატურები პარლამენტს განსახილველად და დასამტკიცებლად  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, წარუდგინა. 

დღის ამბები