14 იანვარი 2026,   08:41
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბიუჯეტის ცვლილებას მხარს არ უჭერს

საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” დედაქალაქის ბიუჯეტს უარყოფითად აფასებს. მათი განცხადებით, 12 მილიონ 600 ათასი ლარით მცირდება 2014 წლის ბიჯეტი და სხვადსხვა სოციალური პროექტის განხორციელება ეჭვქვეშ დგება. საკრებულოს უმრავლესობა კი დადებითად აფასებს შესწორებულ ვარიანტს და უმცირესობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

საკრებულო დედაქალაქის მთავრობის მიერ გადაგზავნილ 2014 წლის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის განხილვას იწყებს. დოკუმენტზე დღეს 12 სექტემბერს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში იმსჯელებენ. ცვლილებების მიხედვით, გზების კეთილმოწყობისთვის, ასევე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებისთვის დამატებით რამდენიმე მილიონი ლარია გამოყოფილი. საკრებულოს უმრავლესობა დადებითად აფასებს შესწორებულ ვარიანტს.

დედაქალაქის ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტის მიხედვით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყო, გზების კეთილმოწყობისთვის 9 მილიონი, ბინათმშენებლობის ამხანაგობის განვითარებისთვის 6 მილიონი და სოციალური პროექტებისთვის 8 მილიონი. სულ ამ ცვლილებების შემდეგ დედაქალაის ბიუჯეტი 772 მილიონი ლარით განისაზღვრა.

დღის ამბები