13 იანვარი 2026,   03:49
ვრცლად
ყაჩაღობა ზუგდიდში - ნაწამებია ორი მოქალაქე

ზუგდიდში, სოფელ ორსანტიაში შეიარაღებული 3 პირი საჯაიების ოჯახს თავს დაესხა. მძარცველებმა 3 ათასი ლარი წაიღეს, ხოლო ოჯახის წევრები სასტიკად აწამეს.

მძიმე მდგომარეობაშია ოჯახის დიასახლისი მანანა გვასალია, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ის ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარ სახლში იმყოფება.

დაზარალებულები იხსენებენ, რომ თავდამსხმელები საათნახევრის განმავლობაში აწამებდნენ და მათგან ძვირფასეულობას და ფულს ითხოვდნენ.

სოფელ ორსანტიაში საჯაიების ოჯახთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები