თბილისის 51-ე საჯარო სკოლიდან ხორავას ქუჩამდე იქ, სადაც მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა, გზაზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. სამართალდამცველებმა ჩანაწერები სამართალდამცველებმა ამოიღეს. ხორავას ქუჩის N4-დან ექსპერტ-კრიმინალისტებმა სხვადასხვა სახის ნივთმტკიცება ამოიღეს.
51-ე სკოლის ორი მოსწავლე ვერაზე, ხორავას ქუჩის N4-ში დაჭრეს, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში იმყოფება.
კონფლიქტი მე-11 კლასის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს შორის, სავარაუდოდ, 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო. „კურიერის“ ინფორმაციით, ისინი მანდატურებმა გააშველეს. მეექვსე გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი საქმის გარჩევა ხორავას ქუჩის N4-ში საცხოვრებელი სახლის ეზოში გაგრძელდა. თვითმხილველების თქმით, ჩხუბში 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.