"ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოიკვეთნენ კონკრეტული ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა," - ამბობს ეროსი კიწმარიშვილის ძმა, რომელიც დღეს პროკურატურაში ადვოკატებთან ერთად იმყოფება.
მან ეს განცხადება პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ "ეს ადამიანები აქამდე საერთოდ არ ფიგურირებდნენ საქმეში."
"დღეს მოვედით პროკურატურაში, რომ მივიღოთ ინფორმაცია, რა დაადგინა გამოძიებამ ამ ადამიანებთან მიმართებით და ამ მხრივ რა ახალ ინფორმაციას ფლობენ. ვისურვებდი, რომ პროცესი უფრო ინტენსიური გახდეს. დღეს მოვითხოვთ მეტ კონკრეტიკას," - აღნიშნა ზურაბ კიწმარიშვილმა.