14 იანვარი 2026,   23:50
ვრცლად
კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი - კუბლაშვილის კრიტერიუმები მისი შემცვლელის შესარჩევად

"ჩემი შემცვლელი ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი," - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა.

მას უფლებამოსილების ვადა  23 თებერვალს ეწურება. მისი შემცვლელის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად 23 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს. თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. 

"კონკრეტულად კანდიდატებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ზოგადად შემცვლელს, ის, ჩემი აზრით, ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს არის კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი," - განაცხადა კუბლაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები