მთავარმა პროკურატურამ ახალაიას დღეს ბრალი დაუმძიმა.
საქმე ეხება ე.წ. ჯაშუშების საქმეს, რომელიც 2014 წლის ზაფხულში გააქტიურდა. ამჯერად კი ახალიას ბრალი საიდუმლო თანხების განკარგვასთან დაკავშირებით დაუმძიმდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-ს ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესის დახურვის მიზნით ბაჩო ახალაიას ახალ ბრალს უყენებენ.
ნადარეიშვილის ინფორმაციით, საუბარია ოპერატიული თანხის გაფლანგვაზე და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდება ამ თანხას შეეხება, სურთ, სასამართლო პროცესი დახურონ.
"საქმე სულ 15 გვერდიანია და საქმეში ერთად-ერთი პირდაპირი მოწმე ლადო ბედუკაძეა," - ამბობს ანი ნადარეიშვილი და დასძენს, რომ "ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ პროცესი დახურონ და საზოგადოებას საშუალება არ ჰქონდეს, გაეცნოს მასალებს".