13 იანვარი 2026,   19:31
ვრცლად
გიორგი სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალს ამ წუთებში აცნობენ

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ამ წუთებში მოქმედ პოლიციელს, გიორგი სოსანაშვილს ბრალს აცნობენ. ბრალის წარდგენის პროცესი ე.წ. მოდულის შენობაში მიმდინარეობს.  

მოდულის შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა სოსანაშვილის უფლებადამცველი სოსო ჯოგლიძე. ადვოკატმა ჟუნრალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. 

სოსო ჯოგლიძის განცხადებით მას შემდეგ რაც ის პროკურატურისგან საქმის მასალებს მიიღებს და გაეცნობა არ არის გამორიცხული, იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებულებებს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარდეს. 

შეგახენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილი მოქმედი პოლიციელია და ის საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მას ბრალად იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ედება. საგამოძიებო ორგანო სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ისჯება, სასჯელის ვადა კი 11-დან 14 წლამდე პატიმრობაა.  

 

 

 

 

სოსო ჯოგლიძე 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები