იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. პროცედურას ე.წ. მოდულის შენობაში გია სოსანაშვილთან ერთად დაესწრო მისი ადვოკატიც. დაკავებულს ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება. სოსო ჯოგლიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. სავარაუდოდ ხვალ გამოძიება სასამართლოს, სოსანაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად, პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.