16 იანვარი 2026,   12:31
ვრცლად
ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული სოსანაშვილის ადვოკატს საქმის მასალები გადაეცა

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილის ადვოკატს საქმის მასალები უკვე გადაეცა. 

სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ მასალების გაცნობას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შეძლებს.

ადვოკატის ინფორმაციით, გია სოსანაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურა სასამართლოს დღეს მიმართავს. პროცესი 14:30-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილი საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა გუშინწინ დააკავეს. მას ბრალად ედება იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. საგამოძიებო ორგანო სოსანაშვილს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. საქმე აღძრულია 109-ე მუხლით, რომელიც 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის დამკვეთების გამოსავლენად. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები