იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. წინასასამართლო სხდომა 2 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს ბრალი 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული.
ის სამართალდამცველებმა გუშინწინ დააკავეს. სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე ასაფეთქებელ მოწყობილობაზე დნს-ის კვალის აღმოჩენის საფუძველზე დააპატიმრეს.