მარსელში შეიარაღებულ პირებს ეძებენ. დღეს დილით მათ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის საპატრულო მანქანას და მიიმალნენ. თავდამსხმელები, სავარაუდოდ, 10 იყვნენ და სამართალდამცველების მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლეს.
უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს. დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სროლა ნარკოდილერთა ორ დაჯგუფებას შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.
გასულ კვირას ისლამისტებმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელეს და საფრანგეთში მორიგი თავდასხმების მოწყობით დაიმუქრნენ.