15 იანვარი 2026,   19:41
ვრცლად
ჩხოროწყუში პოლიციის შენობასთან მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხორში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს. ბანკის ფილიალი იმავე შენობაში მდებარეობს, სადაც პოლიციის ქვეგანყოფილებაა. ბანკს და პოლიციის შენობას ერთი კედელი აქვს.

მაშინ, როდესაც "ლიბერთი ბანკის" ფილიალს ქურდავდნენ, გვერდით, პოლიციის ოფისში 4 მორიგე პოლიციელი იმყოფებოდა. ისინი ამბობენ, რომ არაფერი გაუგიათ. 

"ლიბერთი ბანკის" ფილიალიდან არა თუ თანხა, არამედ 1,5 მეტრი სიგრძის რკინის ცეცხლგამძლე სეიფია წაღებული. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბანკში, სავარაუდოდ, დასარიგებელი პენსიისა და სოციალური დახმარების თანხა ინახებოდა, რაც მთლიანობაში 7 ათას ლარს შეადგენს. 

არსებული ინფორმაცია "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ადგილობრივ პოლიციაში არ დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ბანკიდან მხოლოდ 45 ლარი წაიღეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და ფაქტს იმ განყოფილების წევრები იძიებენ, რომლის გვერდითაც ბანკი გაძარცვეს. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები