15 იანვარი 2026,   21:18
ვრცლად
ქედის გამგებლის მიერ ნათესაური ნიშნით დანიშნული თანამდებობის პირები არასამთავრობოების კვლევაში მოხვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო მონიტორინგის” თავმჯდომარე ქედის გამგებლის წინააღმდეგ. ორგანიზაციის წარმომადგენლის დავით ბერიძის განცხადებით, ქედის გამგებელი მას დაემუქრა, რომ ჩატარებული კვლევის გამო ის სასამართლოს მიმართავს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, დავით დუმბაძის გაღიზიანება მის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოიწვია. კვლევის მიხედვით კი, გამგეობაში თანამდებობებზე ძირითადად გამგებლის ნათესავები, მეგობრები და ცოლის ბიძაშვილები არიან დანიშნული.

დღის ამბები