დიდი დიღომში 15 წლის მოზარდები დაჭრეს. როგორც "კურიერს" ექიმებმა დაუდასტურეს, ორივე მათგანს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება 186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოიყვანეს სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი დაჭრილი ახალგაზრდა. მეორე 15 წლის მოზარდი კი იაშვილის კლინიკაში საკუთარი სახლიდან გადაიყვანეს.
ამ დროისთვის დაშავებულები იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. მათი მდგომარეობა მძიმეა. როგორც საავადმყოფოში "რუსთავი2-ს" განუმარტეს, ორივე მოზარდს სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და ისინი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილი ბავშვების მშობლები დაკითხვაზე იმყოფებიან, თუმცა რომელ განყოფილებაში, ეს ამ დრომდე უცნობია.
"რუსთავი 2" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია. რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ამას სამინისტროში არ აკონკრეტებენ და არც შემთხვევის დეტალებზე ამბობენ რამეს.