რა მოხდა დიდ დიღომში 186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დრომდე არაა დადგენილი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაჭრილია 15 წლის ორი მოზარდი. მათ მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
შს სამინისტრო მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებს. უცნობია, თუ რა მუხლით დაიწყო მომხდარი ფაქტის კვლევა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაჭრილი მოზარდების მეგობრები და თანაკლასელები ამ წუთებში დიდი დიღმის პოლიციაში იკითხებიან.