დიდ დიღომში ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტრომ დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულების მსგავსად, დაკავებულიც არასრულწლოვანია და ის 186-ე სკოლის მოსწავლეა.
"კურიერის" ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდები და დაკავებული პირი პარალელური კლასელები არიან.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დიდ დიღომში დღეს, 14:00 საათზე 186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებასთან მოხდა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დაჭრილი 15 წლის ორი მოზარდი იაშვილის კლინიკაში ამ დრომდე რეანიმაციულ განხყოფილებაში გადის მკურნალობას, მათი მდგომარეობა მძიმეა. ექიმების განცხადებით, მათ მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით ზურგის არეში აქვთ მიყენებული.