ფინანსთა მინისტრი 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. როგორც ნოდარ ხადურმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს უკვე გადახედა.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი იყო 4% და გახდა 4,2%. ჩვენი პროგნოზი დღეისთვის 5%-ია, მაგრამ ჩვენ ცხადია, ვმუშაობთ ყველა რისკის გაანალიზებაზე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. იმის მიხედვით, თუ რა სიტუაცია იქნება, მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებებსაც,” - განაცხადა ნოდარ ხადურმა.