13 იანვარი 2026,   09:36
ვრცლად
საქართველოს ნაკრები რაგბის პორტუგალიის ნაკრებთან შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს

საქართველოს ნაკრები 14 თებერვალს, ”რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურში თბილისში პორტუგალიის ნაკრებს უმასპინძლებს. ”ბორჯღალოსნები” მომავალი მატჩისთვის მზადებას ”შევარდენის სანაკრებო ბაზაზე” გადიან.

საქართველოს ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. გერმანელებთან მატჩის დროს ტვინის შერყევა მიიღო მეორეხაზელმა ვახტანგ მაისურაძემ და, მის ნაცვლად, ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ლევან დათუნაშვილი გამოიძახა. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 14 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იყიდება.

დღის ამბები