14 იანვარი 2026,   18:44
ვრცლად
უკრაინის ელჩი საქართველოში ხელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვასილ ციბენკოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტზე უკრაინაში, როგორც ელჩმა აღნიშნა ეს ვიზიტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავებისთვის.

ციბენკომ და სუჯაშვილმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობის პერსპექტივებზე და იმ მდგომარეობაზე, რომელიც ახლა არის შექმნილი უკრაინაში, კერძოდ კი დონბასში.

„მე მადლობა გადავუხადე საქართველოს ხელისუფლებას იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ თქვენგან ამ მძიმე წუთებში ვიღებთ. ჯერ კიდევ შარშან საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ოფიციალურად, პრემიერის დავალებით და სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარება გამოაგზავნა, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი პირადად ჩამოვიდა. ჩამოსული იყო ორი ვიცე-პრემიერი, მზადდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უკრაინაში. დღეს ამ საკითხზეც ვიმსჯელეთ ბატონ სუჯაშვილთან. ეს იქნება მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული შეხვედრა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,” - აღნიშნა ვასილ ციბენკომ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები