თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია, ქრთამის აღების ბრალდებით, შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.
საქმესთან დაკავშირებით განმარტებები შსს-ში ამ წუთებში კეთდება. განცხადება კეთდება მერიაშიც.
თბილისი მერი დავით ნარმანია ჯოკია ბოდოკიას დაკავებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.
ჯოკია ბოდოკია დავით ნარმანიას კადრია. მან მერიაში მაღალი პოსტი 4 თვის წინ დაიკავა.