მინსკში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე 16 საათია გრძელდება. მხარეებს შორის შეთანხმება კი მიღწეული ამ დრომდე არაა.
მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი რამდენჯერმე დატოვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
ის, რომ მოლაპარაკებების პროცესი დაძაბულია, ამას გერმანული მხარე ადასტურებს.
სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ფოტოები, სადაც რუსეთის პრეზიდენტს გადატეხილი ფანქარი უჭირავს ხელში.
კითხვა, გაუტყდა თუ ნერვიულობის გამო გატეხა, ალბათ ძალიან დიდხანს დარჩება უპასუხოდ.