„ჩვენ შევძელით ძირითად საკითხებზე შეთანხმება,” - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა მინსკში გამართული "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა ბრიფინგი მხოლოდ რუსი ჟურნალისტებისათვის გამართა და მედიის სხვა წარმომადგენლებთან საუბარზე უარი განაცხადა.
უკვე ცნობილია მოლაპარაკებების შედეგიც - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 15 თებერვლიდან შევა.
კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა.
ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მან „სერიოზული" უწოდა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ შეთანხმება ყველა საკითხზე არ არის მიღწეული.
უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის პირველი პირების მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად გუშინ დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.