კახი კახიშვილს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ, ოფიციალურად, 13 ოქტომბერს დანიშნავენ, - ამ ინფორმაციას თავად კახიშვილი ადასტურებს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ სამინისტროში მის შესაძლო დანიშვნას კატეგორიულად უარყოფდნენ.
კახიშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის და კომენტარებს მხოლოდ ოფიციალური დანიშვნის შემდეგ გააკეთებს. სამინისტროში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
კახიშვილი ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაცია "საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" დირექტორად მუშაობდა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კი ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა მიუხედავად იმისა ,რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლების გაკრიტიკებას ცდილობდა. თუმცა, ბოლო დროს განსაკუთრებით მედიას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, ვინც ღარიბაშვილის და თავის დროზე ივანიშვილის კრიტიკის ობიექტი გახდა.