მთავრობა ქვეყნის საზიანო პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა და დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ.
დოლიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში აჭიანურებს ვიზალიბერალიზაციის პროცეს და ასევე ევროპის ენერგეტიკული ქარტიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
დოლიძის განცხადებით, ის ესაუბრა, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებს, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ისინი შეშფოთებულები არიან მთავრობის ქმედებებით.
დეპუტატი შიშობს, რომ მთავრობის ასეთი პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, საქართველო რიგის სამიტზე დაგეგმილ პროგრესს ვერ მიაღწევს, რაც ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
დეპუტატის განცხადებით, პრობლემებია საზღვრის დაცვისა და მიგრაციის მართვის მხრივაც.