"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობას არა აქვს პრიორიტეტები, რომელიც ქვეყნის სამომავლო პროგრესს განსაზღვრავს.
დეპუტატი დარჩიაშვილი მიესალმება ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" აქტიურობას.
"კარგია, თუკი "თავისუფალ დემოკრატებს" ეხილებათ თვალები. ხელისუფლებას არა აქვს გამოკვეთილი პრიორიტეტები. მთავრობას არ აინტერესებს, იქნება თუ არა ის ინტეგრირებული ევროპულ ოჯახში. ასეთი ინერტული დამოკიდებულებით პროგრესს ვერ მივაღწევთ," - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მთავრობის ევროინტეგრაციის პოლიტიკა გააკრიტიკეს.