13 იანვარი 2026,   12:21
ვრცლად
"პრობლემები არის, თუმცა ვიქტორ დოლიძე აზვიადებს," - თედო ჯაფარიძე

დეპუტატ ვიქტორ დოლიძის კრიტიკულ განცხადებას, სადაც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი მთავრობას შეგნებულად ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებდა, მმართველ კოალიციაში პასუხობენ. 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრობლემები არის, თუმცა მისი მოგვარება დროულად ხდება.

"იყო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, არის გარკვეული ტიპის შეცდომებიც. თუმცა ბატონი ვიქტორი აზვიადებს," - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას.

ამავე თემაზე
დღის ამბები